მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ბოსტონი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი, პორტუ, ბუენოს-აირესი, რიო-დე-ჟანეირო და რამდენიმე კვირაში უკვე თბილისშიც - დედაქალაქის მეტროს, პირველად ისტორიაში, თანამედროვე და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე კარგად დატესტილი ვაგონები ეყოლება, რომელიც თბილისის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს მოემსახურება.

ახალი შემადგენლობებისა და ვაგონების სანახავად შანხაიშია წასული დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი​.

როგორც გიორგი შარკოვი აცხადებს, შესყიდული 25 მატარებლის საქართველოში გამოგზავნა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

"შესყიდულია 111 ვაგონი, 25 მატარებელი ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენისათვის. დამამზადებელი კომპანია არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია - CRRC-ი. დაგეგმილია უახლოეს დღეებში აღნიშნული მატარებლების გამოგზავნასაქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს, შემდეგი წლის დასაწყისიდან, საქართველოში ჩამოვა აღნიშნული მატარებლები და თბილისის მეტროს ექნება საშუალება ექსპლუატაცია გაუწიოს ახალ, თანამედროვე და ძალიან კომფორტულ მატარებლებს,"- აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი​ გიორგი შარკოვი.

მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-სთან თბილისის მერიამ თითქმის 150 მილიონი ევროს კონტრაქტი გააფორმა. ჩინურმა მხარემ დედაქალაქს ჯამში 111 ახალი ვაგონი უნდა გადმოსცეს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პირველი ოთხ-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც ჩინეთში შესაბამის ტესტირებას გადის, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი მატარებელი დამატებით უსაფრთხოების შემოწმებებს გაივლის, მათ შორის 5 000 კილომეტრიან სატესტო გარბენს თბილისის მეტროს ხაზზე. უმსხვილესი ჩინური კომპანიის გარდა, შანხაიში ვიზიტად მყოფ კახა კალაძეს ჩინეთში სხვა შეხვედრებიც აქვს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2