მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

გენერალ-მაიორი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე გადაცემაში "დებატები" საუბრობს, თუ როგორ წარმოუდგენია ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრება მძიმე ისტორიისა და ომის შემდეგ.

როგორც კობალაძე აღნიშნავს, სისხლისღვრისა და ტკივილის შემდეგ დაახლოების გზების პოვნა რთულია.

"როგორი რამეა, იცით? მე მესმის, რომ საბრძოლო მოქმედებების შემდგომ, სისხლისღვრის, დაუნდობლობის, დიდი ტკივილის მერე ეს დაახლოება და ურთიერთმიმართებაში გზის პოვნა არის საკმაოდ მძიმე და ძნელი, მაგრამ მეომრებს გაცილებით უფრო მეტი ნდობა ჰქონდა ერთმანეთის მიმართებაში და გაცილებით უფრო მეტი ღირსეული და სამაგალითო ნაბიჯებით ვურთიერთობდით ერთმანეთთან.

თუნდაც ჩემს მეგობარს, გია ყარყარაშვილს დავესესხები, რომ 1992 წელს, როდესაც პირველი ტყვეთა გაცვლა იყო, აფხაზებმა და ქართველებმა გაცვალეს ტყვეები ერთმანეთთან. უკვე იქით გადასული აფხაზების შემდგომ მოხდა სროლა იქითა მხრიდან და 2 ქართველი ბიჭი დაიღუპა, ალექსანდრე ანქვაბი გადმოვიდა აქეთ მხარეს და ქართველებს, იმის შემდგომ, რომ ბოდიში მოუხადა, ჩაბარდა ტყვედ, იმიტომ, რომ ჩვენი მხარე არ არისო მართალი ამ საკითხშიო. და აქაც, გია ყარყარაშვილის პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ეს არ არის თქვენი ორგანიზებული და ტყვედ არ ავიყვანეთ.

ასეთი მაგალითები საკმაოდ ბევრი იყო. საკმაოდ ბევრი იყო და როგორი რამეა, იცით? არ შეიძლება, რომ არ ვთქვათ - საქართველოს არის ჩვენი სამშობლო, რომელიც შედგება ტერიტორიული ერთეულებისგან და კუთხეებისგან. შენ ვერ იდავებ იმაზე, რომ ერთიანობისთვის განცდა არ არის სამშობლოსათვის ბრძოლის. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სამაჩაბლო, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მძიმე მიმართულებები და ჩვენ ვიცით, რომ ეს ყოველივე იყო საკმაოდ გააზრებულად, პროვოცირებულად შექმნილი, რაშიც გარკვეულწილად ჩვენი ამ ეიფორიით, ჩვენი შემართებით, ჩვენი თავგანწირვით... ჩვენ ხომ უდიდესი გმირობის მაგალითები ვიხილეთ ნებისმიერი მიმართულებით ჩვენი ღირსეული ადამიანების", - განაცხადა კობა კობალაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2