მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ფილოლოგიის დოქტორის, მარინა ტურავას განცხადებით, აფხაზებს საკუთარი იდენტობისა და ენის დაკარგვის რეალური საფრთხე ემუქრებათ, რადგან თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა და პოეზია ფაქტობრივად რუსულ ენაზე იქმნება.

მისივე თქმით, სახალხო დიპლომატიისთვის განათლების სფეროს ჩართვა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. ამის შესახებ მარინა ტურავამ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატები" ისაუბრა.

"აფხაზებს, რეალურად, საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხე უდგათ, პირველი საფრთხე ის არის, რომ საკუთარი ენა ავიწყდებათ, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა, პოეზია აბსოლუტურად რუსულად იქმნება. პროზაში კიდევ არის რაღაც აფხაზური ტექსტები. რეალურად საკუთარი ენის დაკარგვის წინაშე დგანან. ამ დროს, სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობს საბაკალავრო პროგრამები, სადაც ქართულ ფილოლოგიასთან ერთად აფხაზურ ფილოლოგიასაც ვასწავლით, ანუ, ენას და ლიტერატურას. მიმდინარეობს ენობრივი კვლევები, ლიტერატურაზე კვლევები. არსებობს აფხაზოლოგიის ცენტრი, რომელიც აფხაზური ენის პრობლემებზე მუშაობს. ამიტომ, დიალოგისთვის მგონი ესეც ძალიან საინტერესო მომენტია. გვქონდა ჩვენს უნივერსიტეტში აფხაზი სტუდენტების მოწვევის მცდელობები, მაგრამ ორჯერ ეს მარცხით დამთავრდა. მგონი სახალხო დიპლომატიისთვის განათლების სფეროს ჩართვა ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება", - აცხადებს მარინა ტურავა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2