მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"აფხაზს რომც მოუნდეთ ჩვენთან საუბარი, ურთიერთობა, იქ არის ოკუპაცია, რუსები არ აძლევენ ნებას, იქაური რეჟიმი ყველანაირად ცდილობს ხალხს პირდაპირ აუკრძალოს ქართველებთან ურთიერთობა", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ამრას" თანადამფუძნებელმა მიხეილ კვატაშიძემ გადაცემაში "დებატები" ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ კვატაშიძის განცხადებით, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ყოველდღიური ურთიერთობისას მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიის სწორად გამოყენება. მისი თქმით, აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებული ისტორიული და სხვა კავშირების მიუხედავად, ოკუპაცია აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს საქართველოსთან ურთიერთობაში შეზღუდვებს უქმნის. კვატაშიძის თქმით, მიუხედავად ამისა, აფხაზეთიდან საქართველოში ადამიანები სამკურნალოდ, სამოგზაუროდ და საყიდლებზე ჩამოდიან, მათ კი ქართული მხარე შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება.

"დავიწყოთ ტერმინებიდან, მაგალითად საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია ასეთი ტერმინი, რომ "აფხაზეთიდან ჩამოვიდა საქართველოში", ეს ყოვლად მიუღებელია.

ძალიან ხშირად ახსენებდნენ სახალხო დიპლომატიას და მე ვარ წარმომადგენელი ამ სახალხო დიპლომატიის, ყოველდღიურად გვაქვს ურთიერთობა აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან, აფხაზებთან კონკრეტულად. მანდ არის როგორი პრობლემა - მაგალითად, ვსაუბრობთ, რომ უნდათ აფხაზებს დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში, თუნდაც კულტურული ურთიერთობები. აქ პრობლემა არის ის, რომ აფხაზს რომც მოუნდეს ჩვენთან საუბარი, ურთიერთობა, მანდ არის ოკუპაცია, თვითონ რუსები არ აძლევენ მაგის ნებას, იქაური რეჟიმი ყველანაირად ცდილობს ხალხს პირდაპირ აუკრძალოს ქართველებთან ურთიერთობა. ჩამოვიდნენ, მაგალითად, თბილისში, გაიარონ, ნახონ ყველაფერი, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ეს ძალიან დიდი პრობლემა არის, იმიტომ, რომ რუსეთი, რომელმაც ოკუპაცია განახორციელა აფხაზეთის, არ აძლევს მოსახლეობას საშუალებას ურთიერთობები დაამყაროს, მაგრამ აფხაზები მაინც ცდილობენ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი კავშირი არის ჩვენს შორის, თუგინდ ისტორიული, ახლაც არსებობს ეს კავშირები და მაინც ცდილობენ ყველაფრის მიუხედავად ჩამოვიდნენ, სამკურნალოდაც, ბევრჯერ ახსენეს, ჩამოდიან. სამოგზაუროდაც ჩამოდიან, საშოპინგოდ ჩამოდიან, მისასალმებელია და ძალიან კარგია. ყოველთვის ყველანაირად ვეხმარებით ამ ადამიანებს, რომლებიც ჩამოდიან, ვხვდებით და ა.შ." - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა "ამრას" თანადამფუძნებელი მიხეილ კვატაშიძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2