მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ასოცირებულმა პროფესორმა, პოეტმა გოჩა ოჩიგავამ გადაცემაში "დებატები" ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დისციპლინას ასწავლის, ყოველთვის აკეთებს აქცენტს მშობლიურ აფხაზეთსა და გაგრაზე. მისი თქმით, ამ კუთხით, აუდიტორიისგან ისტორიის, გეოგრაფიისა და სამართლის საკითხებზე დამაიმედებელი და შინაარსიანი პასუხები მიიღო.

ასევე გაიხსენა, რომ აუდიტორიაში იმყოფებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც გალში ქართულენოვანი განათლების შეზღუდვის მიუხედავად, გამართულად საუბრობდნენ ქართულად.

გარდა ამისა, როგორც გოჩა ოჩიგავამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ნდობის აღდგენა და საერთო ენის გამონახვა ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ ადგილზე მაინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

"ჩემმა სტუდენტებმა იციან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმყავს კონკრეტული დისციპლინა, სხვადასხვა მიმართულებით, აუცილებლად ყოველთვის ვაკეთებ აქცენტს აფხაზეთზე, ჩემს მშობლიურ კუთხეზე და ჩემს მშობლიურ ქალაქ გაგრაზე. ძალიან გამიხარდა და ეს ბედნიერება გამოვხატე მთელი აუდიტორიის წინაშე როცა ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელიც აფხაზეთს უკავშირდებოდა, დამაიმედებელი პასუხები მივიღე, ეს ეხებოდა ისტორიასაც, გეოგრაფიასაც, სამართალსაც და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მეტად სასიხარულო იყო, აუდიტორიაში ისხდნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც წარმოადგენენ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს და სწავლობენ სხვადასხვა უნივერსიტეტში. მე ვერც სახელებს დავასახელებ, ვერც უნივერსიტეტს და მათაც ბევრ შეკითხვაზე ძალიან ისეთი სწორი და კარგი პასუხი ჰქონდათ. რაც მთავარია, ქართულად საუბრობდნენ არაჩვეულებრივად. იცით, გალში მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა ქართულად განათლების მიღებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პასუხები იყო გამართული და ძალიან შინაარსიანი.

[ამ 33-მა წელმა] მასწავლა ის, რომ მუდმივად უნდა მიიღო განათლება. მუდმივად უნდა ეძებდე გასაღებს იმისთვის, რომ ეს ნდობა აღადგინო, თუმცა მე ყოველთვის ვამბობ: ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ნდობის აღდგენა, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან საერთო ენის გამონახვა, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი არის ჩემი ცხოვრების, ჩემი შემოქმედების, ჩემი სიზმრების განუყოფელი ნაწილი და აფხაზეთი უკავშირდება ჩემს ბავშვობას, ყმაწვილკაცობას, იმ სევდას, რომელსაც აგერ უკვე 35 წელია დავატარებ, მაინც ვამბობ, რომ აი იმ ნდობის აღდგენაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის არის მაინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასევე იმ საფლავების დაბრუნება, რომელიც იქ დარჩა და უპატრონოდ არის, სამწუხაროდ. იმ სახლის, რომელიც ბებია-ბაბუის აშენებულია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია ნდობის აღდგენა, მაგრამ ნდობის აღდგენაზე უფრო წინ, წინა პლანზე დავაყენებდი ჩემი სამშობლოს გაერთიანებას და დევნილთა უპირობო და ღირსეულ დაბრუნებას", - განაცხადა გოჩა ოჩიგავამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2