მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ყოველივე ამის უკან უცხოური ხელია, რომელსაც არ სურს, ალბანეთში მშვიდობა იყოს - ალბანეთის პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შესახებ
ყოველივე ამის უკან უცხოური ხელია, რომელსაც არ სურს, ალბანეთში მშვიდობა იყოს - ალბანეთის პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შესახებ

ყოველივე ამის უკან უცხოური ხელია, რომელსაც არ სურს, ალბანეთში მშვიდობა იყოს - ალბანეთის პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შესახებ

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 12:44|rustavi2.ge

დემონსტრაციები არ წყდება ალბანეთშიც. ტირანაში მთავრობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ამჯერადაც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.

მოქალაქეები მთავრობას კორუფციულ ბრალდებებს უყენებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. შენიღბულმა პირებმა სამთავრობო შენობები და ბანკები დაწვეს, პოლიციას კი ქვები ესროლეს.

შეტაკებების შედეგად ათობით მოქალაქე, მათ შორის სამართალდამცველები დაშავდნენ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 400-მდე პირის მიმართ.

როგორც ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, ედი რამა აღნიშნავს, ქმედებებს, რომლებსაც ნიღბიანი პირები ახორციელებენ, არანაირი კავშირი არ აქვს პრობლემებთან ან კანონიერ მისწრაფებებთან.

"ეს მთელი ესკალაცია სულაც არ არის "სტუდენტური" ფენომენი. ქალაქის მძევლად აყვანას, რასაც ნიღბიანი პირები ახორციელებენ, არანაირ კავშირში არ არის პრობლემებთან ან კანონიერ მისწრაფებებთან. ყოველივე ამის უკან ზუსტად ერთი და იგივე ხელია - ხელი, რომელმაც ალბანეთის ოპოზიციას ყელში წაუჭირა, ხელი, რომელიც მზადაა გაანადგუროს და გადაწვას, რათა ყოველგვარ პროგრესს ხელი შეუშალოს, ეს უცხოური ხელია რომელსაც არ სურს, რომ ალბანეთში მშვიდობა იყოს", - აცხადებს ედი რამა

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გია აბაშიძე: ევროპა "ცივილიზაციური გაქრობის" საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

გია აბაშიძე: ევროპა "ცივილიზაციური გაქრობის" საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

რუსთავი 2

დავით ჩიხელიძე: "რუსეთთან მებრძოლად" წარმოჩენილი სააკაშვილის დროს საქართველომ ომი და ტერიტორიების ოკუპაცია განიცადა, "რუსეთთან მეგობრობაში" დადანაშაულებული "ქართული ოცნების" მმართველობისას კი რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების მთავარ თემად რჩება

გია აბაშიძე: ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება

გია აბაშიძე: ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება

რუსთავი 2

გურანდა ბილიხოძე: ძალადობას სახელი გეოგრაფიის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეს. ვანდალიზმი ვანდალიზმია პარიზში, თბილისში, ნებისმიერ ქალაქში. სანამ სხვაგან მომხდარ ძალადობას დაგმობთ, საკუთარ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებსაც შეხედეთ იმავე საზომით