მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე,  ჩვენთან საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან - გიორგი გაბუნია
უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე,  ჩვენთან საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან - გიორგი გაბუნია

უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე,  ჩვენთან საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან - გიორგი გაბუნია

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 13:40|rustavi2.ge

დასავლეთის დუმილი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში პარტიების აკრძალვაზე, მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურებაა.

2022 წლიდან მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაში, სხვადასხვა საფუძვლით ათეულობით პარტია აიკრძალა, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით ეს ქვეყნები არავის გაუკრიტიკებია. ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში საქმიანობის უფლება შეუწყდა 18, მოლდოვაში კი 2 პოლიტიკურ ძალას.

როგორც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, უკრაინაში პოლიტიკური პარტიები ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე აკრძალეს, მაშინ, როდესაც საქართველოში კანონიერი, სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.

"ჩვენ, ასევე, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე. აქ ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან.

რაც შეეხება მოლდოვას, აქ კიდევ უფრო მეტად ჩანს ევროპული ორმაგი სტანდარტი და ის ფარისევლობა, რომელსაც ჩვენ გვასაღებენ, როგორც დემოკრატიულ ღირებულებებს. როდესაც ქვეყანა აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს იმ კრიტერიუმებში, რაც აუცილებელია კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მოლდოვა არის უფრო წარმატებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვაქვს შეხება იმ უსამართლობასთან და უსამართლო დამოკიდებულებასთან, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართ.

ჩვენ ვიცით, რომ მოლდოვაში აკრძალული ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია "შორი," ასევე ყველა, თითქმის უკლებლად ყველა ოპოზიციური პარტია არის აკრძალული უკრაინაში. არის თუ არა ეს კარგი მაგალითი იმისა, თუ რა დამოკიდებულება და რა პოზიცია არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში და ევრობიუროკრატების მხრიდან," - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • ზელენსკის თქმით, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აშშ-სა და უკრაინას შორის განახლდაფორმულა
  • ტრამპი-პუტინის დიზელის გარიგება - ახალი დაპირისპირება აშშ-ისა და უკრაინას შორის?BM.GE
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →პროცესი →სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

მივმართავთ სახალხო დამცველს, არ დარჩეს პროცესის მიღმა, გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია - გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სარჩელზე

პროცესის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათ შორის, შეიძლება სხვაგანაც, იქნება  აქცია - გიორგი კაპანაძე საკონსტიტუციო სარჩელზე

პროცესის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათ შორის, შეიძლება სხვაგანაც, იქნება  აქცია - გიორგი კაპანაძე საკონსტიტუციო სარჩელზე

რუსთავი 2

სად გადის დიპლომატიის ზღვარი? - "რუსთავი 2-ზე" დღეს "დებატებია"

სად გადის დიპლომატიის ზღვარი? - "რუსთავი 2-ზე" დღეს "დებატებია"

რუსთავი 2

დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

რუსთავი 2