მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 18:51|rustavi2.ge

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და შექმნა პირობები მისი უკანონო რეალიზაციისთვის. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" და მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ დააკმაყოფილა - POLITICO

მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ დააკმაყოფილა - POLITICO

რუსთავი 2

საქართველოს სპორტის მინისტრი "ევრონასკარის" ბელგიის ეტაპს დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი "ევრონასკარის" ბელგიის ეტაპს დაესწრო

რუსთავი 2

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი: მთავრობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს კონკრეტულ ტერიტორიებზე სოციალური პლატფორმების ხელმისაწვდომობა შეზღუდოს

ევროპული კომპანიები ვაშინგტონის მხრიდან გამანადგურებელი საპასუხო ზომების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ბრიუსელი ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის SpaceX-ს, ბაზარზე წვდომას შეუზღუდავს - ევროკავშირში აშშ-ის ელჩი