
ჩხოროწყუში ადგილობრივი სახალხო დღესასწაული აღნიშნეს | Rustavi2
რუსთავი 2|rustavi2.ge
ჩხოროწყუში ადგილობრივი სახალხო დღესასწაული აღნიშნეს. მუნიციპალიტეტის მასპინძლები და სტუმრები ჩხოროწყუს ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.
ტერიტორიაზე მოწყობილი იყო ეთნოსივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენები, ჩატარდა საბავშვო, გასართობი, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები.
დააჯილდოვეს ჩხოროწყუს 12 საპატიო მოქალაქე. საღამო ჯგუფ "ურსას" კონცერტით დასრულდა.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge