მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. რევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა
რევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა

რევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა

რუსთავი 226 ოქტომბერი, 2026, 19:29|rustavi2.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა.

გორის №11 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაეცა.

შეხვედრაზე მინისტრმა სასკოლო საზოგადოებას მშენებლობის შეფერხების მიზეზები განუმარტა. რევაზ სოხაძის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების არც ტემპი და არც ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც პროექტის განხორციელებაში პრობლემები შექმნა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის მშობლებისა და პედაგოგების უკმაყოფილება და ის სირთულეები, რომლებსაც მშენებლობის გაჭიანურება სასკოლო საზოგადოებას უქმნის.

რევაზ სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებისა და მშენებლობის დასრულების ვადების მიუხედავად, სამინისტრო არ დაუშვებს კომპრომისს ხარისხთან დაკავშირებით. ახალი სკოლის მშენებლობა უნდა განხორციელდეს დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით.

მინისტრმა მშობლებისა და პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ 20 დღეში სასკოლო საზოგადოებას კვლავ ადგილზე შეხვდება, გააცნობს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და სკოლის დასრულების დაზუსტებულ ვადას.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სარჩელის განხილვა გრძელდება - 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსარჩელე მხარის არგუმენტები წარდგენილია

საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სარჩელის განხილვა გრძელდება - 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსარჩელე მხარის არგუმენტები წარდგენილია

რუსთავი 2

​ირაკლი კირცხალია: ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება, ჩვენი წარმომადგენლის დღევანდელი სიტყვა იყო უმნიშვნელოვანესი

​ირაკლი კირცხალია: ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება, ჩვენი წარმომადგენლის დღევანდელი სიტყვა იყო უმნიშვნელოვანესი

რუსთავი 2

სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარება

სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარება

რუსთავი 2

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა

რუსთავი 2