მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ეს არ არის სისტემური დანაშაული, ეს არის სისტემური ბრძოლა დანაშაულთან, მათ შორის, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელიც იყოს, აი ეს არის ძირეული განსხვავება - ირაკლი ქადაგიშვილი | Rustavi2
ეს არ არის სისტემური დანაშაული, ეს არის სისტემური ბრძოლა დანაშაულთან, მათ შორის, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელიც იყოს, აი ეს არის ძირეული განსხვავება - ირაკლი ქადაგიშვილი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა,"რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას ყველა პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან კონსტიტუციის უპირობო დაცვაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში, მაგალითად დღევანდელი შემთხვევაც მოიყვანა, რომლის მიხედვითაც პენიტენციურ სამსახურში მომხდარი ფაქტის გამოძიების პროცესში უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა.

"არგუმენტებზე კი არ მსჯელობენ, არამედ გვეუბნებიან, რომ ციხეებში რაც ხდებოდა და ნიკა გვარამიამ ახსენა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში რაც წერია ფარატინა ქაღალდიაო და დღეს რომ პროკურატურა არსებული ხელისუფლების პირობებში ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს და პენიტენციური სამსახურის უფროსის გადადგომა მოითხოვეს, გადააყენეს და გამოძიება რომ მიმდინარეობს, რომელიც თავის შედეგს საჯაროს გახდის, სასამართლომდე მივა საქმე, ეს არ არის სისტემური დანაშაული, ეს არის სისტემური ბრძოლა დანაშაულთან. მათ შორის, რა თქმა უნდა, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელიც იყოს. აი ეს არის ძირეული განსხვავება და ამაზე არის საუბარი სწორედ", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს წერილობით მიმართა. მანამდე კი პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

ამის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

რუსთავი 2

მეც მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ადამიანის უფლებების დარღვევა იყო სისტემური და სისტემატური, იყო ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ბევრი შემთხვევა - ვახუშტი მენაბდე

მეც მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ადამიანის უფლებების დარღვევა იყო სისტემური და სისტემატური, იყო ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ბევრი შემთხვევა - ვახუშტი მენაბდე

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 2

მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად