მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყება
დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყება

დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყება

რუსთავი 227 ოქტომბერი, 2026, 08:27|rustavi2.ge

დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყება. ღონისძიება - ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს გააერთიანებს.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების მთავარი თემაა - "რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში".

წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებს შორის არიან მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებიც.

"დაახლოებით 1 000-მდე სტუმარს ველოდებით მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან - დაახლოებით 100-მდე მაღალი რანგის სტუმარსა და სპიკერს. განსახილველი საკითხები ძირითადად არის თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება, ფინანსური კავშირების გაღრმავება რეგიონის ქვეყნებს შორის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდება თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. კომპანიებს საშუალება ექნებათ ახალი კავშირების დამყარების", - განაცხადა სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავში, ლეონიძის სახელობის ქუჩაზე, საავტომობილო გზა 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება

რუსთავი 2

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

ზელენსკის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო, გაუქმდა - Euronews

რუსთავი 2

მშობლებს, პედაგოგებს, ბავშვებს დავპირდი, რომ ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში დაიწყებენ - რევაზ სოხაძე მე-10 საჯარო სკოლის მშენებლობაზე

მშობლებს, პედაგოგებს, ბავშვებს დავპირდი, რომ ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში დაიწყებენ - რევაზ სოხაძე მე-10 საჯარო სკოლის მშენებლობაზე

რუსთავი 2

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზე

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზე

რუსთავი 2