მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ჯანმრთელობისთვის საშიში სანელებლები ქართულ ბაზარზე - რა იმალება სუნელების მკვეთრი ფერის მიღმა და რომელი პროდუქტები ამოიღეს გაყიდვიდან | Rustavi2
ჯანმრთელობისთვის საშიში სანელებლები ქართულ ბაზარზე - რა იმალება სუნელების მკვეთრი ფერის მიღმა და რომელი პროდუქტები ამოიღეს გაყიდვიდან | Rustavi2

ჯანმრთელობისთვის საშიში სანელებლები ქართულ ბაზარზე - რა იმალება სუნელების მკვეთრი ფერის მიღმა და რომელი პროდუქტები ამოიღეს გაყიდვიდან | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

შპს "იგოეთის" - სვანური მარილი - (21.05.2026)

შპს "დაბი"-ის ფაშის საკმაზი - (29.06.2026)

შპს "Beyza Gida"-ის წითელი წიწაკა - (21.05.2026)

შპს "ნთკ 2016"-ის სვანური მარილი - (15.09.2026)

დააკვირდით სერიის ნომრებს და თუ ეს სანელებლები თქვენს სამზარეულოშია - გადაყარეთ.

ეს ის სუნელებია, რომელშიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტოქსიკური სუდანის ჯგუფის აზოსაღებავები აღმოაჩინა.

შემთხვევითი პრინციპით აღებული 44 ნიმუშიდან, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გამოიკვლიეს, კრიტიკული დარღვევა 4-შია ღმოჩნდა. ბიზნეს ოპერატორები დააჯარიმეს, საეჭვო პროდუქცია კი გაყიდვიდან ამოიღეს.

მწარმოებლებმა ალტერნატიული კვლევის შესახებ განცხადებაც გაავრცელეს, სადაც განმარტეს, რომ კონკრეტული საკმაზი გაყიდვიდან უკვე ამოღებულია და ნიმუში საკვლევად საერთაშორისო ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

სუდანის ჯგუფის საღებავები, რომლებიც სუნელებში აღმოაჩინეს, ტოქსიკურია. ის სამრეწველო დანიშნულების არის და საკვებად არ გამოიყენება. აზოსაღებავების დასაშვები ზღვარი კვების ინდუსტრიაში არ არსებობს, მას ნულოვანი ტოლერანტობა აქვს და თუ ის ადამიანის ორგანიზმშიმაინც ხვდება, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკს წარმოადგენს.

როგორ და რატომ ხვდება აკრძალული ტოქსიკური საღებავები სანელებლებში?! - მიზანი სუნელებისთვის უფრო მიმზიდველი ფერის მიცემაა.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამას არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი აკეთებენ და დიდი ალბათობით დაბინძურებული ნედლეული, მიუხედავად გამკაცრებული კონტროლისა, ქვეყანაში მაინც შემოდის.

სუდანის ჯგუფის აზოსაღებავები საქართველოს ბაზარზე არსებულ სუნელებში პირველად 2019 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ გატარდა საგანგებო ზომები, გაიზარდა საკვლევი ნიმუშების რაოდენობა, წლებთან ერთად დარღვევები ნულამდე შემცირდა, წელს კი სუდანის საღებავები სუნელებში ისევ გამოჩნდა.

სახელმწიფო სანელებლებზე კონტროლს მომავალშიც განაგრძობს. მომხმარებლებს კი, სპეციალისტები ურჩევენ თავი შეიკავონ არაბუნებრივად მკვეთრი ფერის საკმაზების შეძენისგან.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართული გვარი მსოფლიო ფეხბურთის დიდ ისტორიაში და ბრძოლა, რომელიც ახლა სულ სხვა მოედანზე გრძელდება - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას მშობლიური კუთხიდან

ქართული გვარი მსოფლიო ფეხბურთის დიდ ისტორიაში და ბრძოლა, რომელიც ახლა სულ სხვა მოედანზე გრძელდება - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას მშობლიური კუთხიდან

რუსთავი 2

განსაკუთრებული სამზადისი თბილისის ახალ ზოოპარკში - ნიამორების ისტორიულ არეალში დაბრუნების უნიკალური პროცესი "კურიერი P.S."-ის ობიექტივში

განსაკუთრებული სამზადისი თბილისის ახალ ზოოპარკში - ნიამორების ისტორიულ არეალში დაბრუნების უნიკალური პროცესი "კურიერი P.S."-ის ობიექტივში

რუსთავი 2

ჯვრისწერა 80 წლის ასაკში, ქორწინებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი გურიიდან

ჯვრისწერა 80 წლის ასაკში, ქორწინებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი გურიიდან

რუსთავი 2

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება უნდა შემოწმდეს პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც