მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში
მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში

მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში

რუსთავი 22 ნოემბერი, 2026, 13:35|rustavi2.ge

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სახელმწიფო რწმუნებულთან შიდა ქართლში სიმონ გულედანთან, გორის მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან, მინისტრის პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრს თეატრის ინფრასტრუქტურის და ტექნიკური მიმართულებით არსებული საჭიროებების, ასევე შემოქმედებითი გეგმების შესახებ ინფორმაცია თეატრის დირექტორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ და გენერალურმა მენეჯერმა თამარ თოხაძემ გააცნეს.

თეატრის შენობა უნიკალური კომპლექსია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და გადაუდებელი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

"ქართული დრამატურგიის ფუძემდებლის, გიორგი ერისთავის სახელის მატარებელი თეატრი ათწლეულების განმავლობაში რეგიონის კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინოს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ქართული თეატრების განახლებული და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რომლის შედეგადაც უნდა მივიღოთ შემოქმედებითი აღმასვლა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რეგიონების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში თვითრეალიზაციისა და განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. თეატრი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია - სივრცე, სადაც ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება ხდება," - განაცხადა მაია ბითაძემ.

გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ქართული თეატრალური კულტურის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კერაა, რომლის ისტორია XIX საუკუნის შუა ხანებიდან იწყება. თეატრის სცენის არქიტექტურული გადაწყვეტა გარკვეულ მსგავსებას ავლენს უფლისციხის უძველესი ამფითეატრის მთავარ დარბაზთან, რაც შენობას განსაკუთრებულ ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას ანიჭებს.

თეატრის დღევანდელი შენობა 1939 წლის ბოლოს აშენდა. იგი გამოირჩევა ეროვნული არქიტექტურული მოტივებით, ქართლის ისტორიული ტაძრების - იკორთის, ატენის, სამთავისისა და ყინწვისის ორნამენტიკის გამოყენებითა და ტრადიციული მესხური ჭერის ელემენტებით.

გორის თეატრის ისტორია არაერთი გამორჩეული შემოქმედის სახელს უკავშირდება. სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაზე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ ცნობილი მხატვრები.

გასულ თეატრალურ სეზონზე თეატრში ცხრა პრემიერა გაიმართა. მიმდინარე სეზონზე დაგეგმილია ათი ახალი თეატრალური წარმოდგენის განხორციელება. თეატრი აქტიურად მონაწილეობს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში და ატარებს გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალსა და თეატრალურ ფესტივალს "როტონდას."

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავი 2

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საფრანგეთში დემონსტრანტების დასჯას, სამართალდამცველებზე თავდასხმების პრევენციისთვის კი კანონის გამკაცრებას ითხოვს

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საფრანგეთში დემონსტრანტების დასჯას, სამართალდამცველებზე თავდასხმების პრევენციისთვის კი კანონის გამკაცრებას ითხოვს

რუსთავი 2

სასამართლო პროცესი და სამართლიანობის მოლოდინი - ამ თემაზე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში დისკუსია გაიმართება

სასამართლო პროცესი და სამართლიანობის მოლოდინი - ამ თემაზე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში დისკუსია გაიმართება

რუსთავი 2

კაროლ ნავროცკი პოლონეთში არსებულ კრიზისზე: ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური სპექტაკლია - პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ვხედავთ

კაროლ ნავროცკი პოლონეთში არსებულ კრიზისზე: ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური სპექტაკლია - პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ვხედავთ

რუსთავი 2