
ბათუმში თანამედროვე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და ახალი სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა | Rustavi2
ბათუმში თანამედროვე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და ახალი სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ "დინამო ბათუმის" განვითარების და სამომავლო პერსპექტივების განსახილველად ბათუმის სტადიონზე შეხვედრა გამართა.
ზურაბ პატარაძემ ქართული ფეხბურთის ტრადიციების შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აჭარაში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასთან ერთად, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კლუბების საქმიანობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
"დინამო ბათუმის" განვითარების პროექტის ფარგლებში, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია აშენდება და ახალი სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა, აკადემია სულ მცირე ექვსას აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. დაგეგმილია აგრეთვე, სპორტსმენების მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც.
შეხვედრის დასასრულს, მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge