
თბილისში, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
რუსთავი 2|rustavi2.ge
ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება.
ხანძარი ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, რომელიც სხვა ობიექტებზეც გავრცელდა.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge