მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. რევაზ სოხაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
რევაზ სოხაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

რევაზ სოხაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

რუსთავი 22 ნოემბერი, 2026, 16:10|rustavi2.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა.

სამინისტროში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრმა ელჩს გააცნო ქვეყნის რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები, სამინისტროს პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ქვეყნის სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე, ბრიტანეთის საელჩოს კომერციული და ეკონომიკური ოფიცერი ლევან ფანგანი და პოლიტიკური ოფიცერი ნინო ჩიქვანაია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: საფრანგეთში სტუდენტები 3 და 5 ნოემბერს "შავ დღეებს" აანონსებენ

მედია: საფრანგეთში სტუდენტები 3 და 5 ნოემბერს "შავ დღეებს" აანონსებენ

რუსთავი 2

პენიტენციური სამსახური: №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

პენიტენციური სამსახური: №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

რუსთავი 2

კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ

კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ

რუსთავი 2