მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას იწყებს
კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას იწყებს

კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას იწყებს

რუსთავი 23 ნოემბერი, 2026, 08:36|rustavi2.ge

კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას იწყებს - საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან.

"შეხვედრა გაიმართა თერჯოლის მერიაში, შევხვდით მერს, მერის წარმომადგენლებს სამიზნე სოფლებში და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია წარმომადგენლებს ციფრული მხარდაჭერის პროგრამის შესახებ. მოგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია უკვე მე-5 წელია ახორციელებს ციფრული მხარდაჭერის პროგრამას. თერჯოლის მუნიციპალიტეტი უკვე 24-ე მუნიციპალიტეტია", - აცხადებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახუნდარიძე.

პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია.

"ტრენინგები დაიგეგმება აღნიშნულ 13 სოფელში და ესეც კიდევ - უფასოდ. დაინტერესებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ინტერნეტი გამოიყენონ უსაფრთხოდ, მიზნობრივად და ხარისხიანად", - აცხადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილმა, ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, დილიდან გვირგვინით შეამკო ურქუნის მემორიალი და 1916 წლის ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულებს პატივი მიაგო

შალვა პაპუაშვილმა, ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, დილიდან გვირგვინით შეამკო ურქუნის მემორიალი და 1916 წლის ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულებს პატივი მიაგო

რუსთავი 2

ზღვისუბნის დასახლებაში, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში, კონცერტი გაიმართა

ზღვისუბნის დასახლებაში, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში, კონცერტი გაიმართა

რუსთავი 2

ქართველი უშუისტი გვანცა ქარჩავა დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფინალში იასპარეზებს

ქართველი უშუისტი გვანცა ქარჩავა დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფინალში იასპარეზებს

რუსთავი 2

"ჩემი პირველი ნერგი" - პროგრამას მარნეულიც შეუერთდა

"ჩემი პირველი ნერგი" - პროგრამას მარნეულიც შეუერთდა

რუსთავი 2