მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

დიდუბე, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანი, განვითარების ეტაპზეა. დიდუბის ფილტვები - ასე უწოდებენ საგამოფენო სივრცეს, რომელიც ულამაზესი ტყე-პარკით და გასული საუკუნის 60-იან წლების არქიტექტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა. ეს ტერიტორია 1994 წლიდან კერძო საკუთრებაშია. მფლობელი შეიცვალა - რამდენიმე წლის წინ, ცენტრი დეველოპერულმა კომპანია "სითიზენმა" შეიძინა და განვითარების გეგმაც დასახა. მინიმალური მშენებლობა, მაქსიმალური სივრცე ქალაქს - პროექტის მთავარი გადაწყვეტილება განაშენიანების მასშტაბის შემცირებაა. განაშენიანების კოეფიციენტი 4.6-დან 2.1-მდე შემცირდა.

66 წლიან ისტორიაში პირველად, საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრე არქიტექტურული მემკვიდრეობის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. რატომ შეირჩა დიდუბე - "სითიზენის" დირექტორი პროექტის მიზნებს განმარტავს.

საგამოფენო ცენტრის ერთ-ერთ შესასვლელში, ბარაკებით მოცულ ტერიტორიაზე ცნობილი ქართველი არქიტექტორის ლეონიდე მამალაძის შექმნილი სკულპტურა "გონების აღმაფრენა" გვხვდება. აქ მოედანი აღდგება, ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რესტავრაციას საჭიროებს წერეთლის მოზაიკა, სხვადასხვა ავტორების მიერ შექმნილი ბარელიეფები, რომელიც სივრცის ისტორიული ნაწილია.

ისტორიული პავილიონი, სადაც ქართული ფილმების სცენარებს იღებდნენ, ახლა თითქმის უფუნქციოა. სუბტროპიკული კულტურების ორანჟერეას სახურავიდან მინა ცვივა. საგამოფენო სივრცის მმართველი კომპანია საკუთარი რესურსით, მემკვიდრეობის განახლებას ვერ ახერხებდა. წლების განმავლობაში, ინვესტორებისგან ბევრი წინადადება მოისმინა. "სითიზენ ექსპოს" პროექტი ყველაზე მისაღები აღმოჩნდა.

მასშტაბურ პროექტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. საპროტესტო აქციებზე შიშობენ, რომ მწვანე ზონას და არქიტექტურულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება, დიდუბეს კი, საცობები.

დეველოპერული კომპანიის პროექტის მოწინააღმდეგეებს შორის პოლიტიკოსი ვადო მაჭავარიანიც არის. რა დგას მისი პროტესტის უკან - ეკოლოგიური საფრთხე თუ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი - მოძრაობის "სართულის" ლიდერს ვკითხეთ.

არქიტექტურული პროექტი კომპანია "მიდამომ" შექმნა. ავტორებმა პროექტში გაზრდილი მწვანე სივრცე წარადგინეს. როგორც განმარტავენ, შენობების განლაგება ისეა გათვლილი, რომ პარკი არ დაიჩრდილოს. ნაფიქრია სატრანსპორტო კოლაფსის პრევენციაზეც.

როგორი იქნება "სითიზენ ექსპო" და გაზრდილი მწვანე ზონა - არქიტექტორი გვაჩვენებს.

დეველოპერული კომპანია მზად არის, დიდუბელების კითხვებს უპასუხოს.

"სითიზენ ექსპოს" სამეტაპიანი მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება და გეგმა ასეთია - 6-7 წელში დიდუბის ეს მონაკვეთი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ადგილი გახდეს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მეკავშირე ოფიცერთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რუსთავი 2

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

გიორგი სიორიძე: არ არსებობს ისეთი სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც გაამართლებდა პარტიების აკრძალვას

რუსთავი 2