მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.

საკითხს აფასებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს.

"სარჩელი არის აბსოლუტურად დასაბუთებული. გასაგებია, რომ მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს.

ვფიქრობ, რომ სასამართლო ობიექტურად მიმდინარეობს, ამას ყველა ვუყურებთ პირდაპირ ეთერში. დაველოდოთ სასამართლოს ვერდიქტს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახლისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის არსებითი განხილვა სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

რუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

რუსთავი 2

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი სწრაფად იზრდება. ვეწვევით ჰანჯოუს, ის ჩინეთში ინოვაციების დედაქალაქად მიიჩნევა. ვიზიტს ინტერესით ველოდებით, რათა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები ვიპოვოთ და შევისწავლოთ