რუსთავი 2|rustavi2.ge
მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ამსტერდამში. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
დემონსტრანტები ნიდერლანდების მთავრობისგან ისრაელის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას, სავაჭრო სანქციების დაწესებასა და იარაღის მიწოდების სრულ შეწყვეტას ითხოვენ.
პროტესტის დროს მოხდა დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის - პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებ.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge