მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ამერიკულმა ავიაციამ ომანის ყურეში ცეცხლი გაუხსნა სავაჭრო გემს, რომელმაც საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა.

ირანული მხარის ცნობით კი, ჰორმუზის სრუტეში, ნაღმების დეტონაციის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა სამ ნავთობტანკერს. აფეთქებების ხმა ისმოდა კუნძულ ყეშმზეც. ესკალაციის ფონზე, კატარის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ დიალოგში პროგრესი იქნება და თეირანი შეთანხმებას მოაწერს ხელს, ირანზე ახალი მასშტაბური დარტყმების ბრძანებას, სავარაუდოდ, აღარ გასცემს.

ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, სამიზნეები უკვე განსაზღვრულია - საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ორდღიან ულტიმატუმს უყენებს.

სანქციების მოხსნის, გაყინული აქტივების განბლოკვისა და ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, თეირანი მზად არის ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო ესკალაციითა და "გამანადგურებელი პასუხით" იმუქრება. მოთხოვნებს არარეალისტური და მიუღებელი უწოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რეალური საფრთხე გამოავლინა, რომელიც დიდი ხანია არსებობს, და მას სათანადო პასუხი გასცა. ქვეყნის წინაშე არსებული რთული გამოწვევების დაძლევისას, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სწორი ნაბიჯის გადადგმა შესაძლოა არა პოპულარული იყოს, თუმცა ეს აუცილებელია. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამაზე ყველა ვთანხმდებით. პრეზიდენტებს ირჩევენ იმისთვის, რომ რთული საქმეები აკეთონ და ზოგჯერ რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები მიიღონ", - განაცხადა მარკო რუბიომ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

რუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

რუსთავი 2

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი სწრაფად იზრდება. ვეწვევით ჰანჯოუს, ის ჩინეთში ინოვაციების დედაქალაქად მიიჩნევა. ვიზიტს ინტერესით ველოდებით, რათა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები ვიპოვოთ და შევისწავლოთ