მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დინამიკურად პასუხობდეს ბიზნესგარემოს საჭიროებებს და სერვისები მუდმივად იხვეწებოდეს. ჩვენ სულ ახლახან შევთავაზეთ დაინტერესებულ პირებს „გონიერი კონტრაქტით“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია. ეს არის ძალიან ინოვაციური ციფრული სერვისი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით ინდმეწარმის რეგისტრაცია განახორციელოს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ ინოვაციური სერვისი რამდენიმე თვეა, ამოქმედდა და მხოლოდ ბოლო ორ თვეში უკვე განხორციელდა 400-მდე ტრანზაქცია მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში „გონიერი კონტრაქტის“ შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება: „ამით, რა თქმა უნდა, არ ვკმაყოფილდებით. უახლოეს მომავალში „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, შპს დაარეგისტრირონ ნებისმიერი წერტილიდან“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

რუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

რუსთავი 2

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი სწრაფად იზრდება. ვეწვევით ჰანჯოუს, ის ჩინეთში ინოვაციების დედაქალაქად მიიჩნევა. ვიზიტს ინტერესით ველოდებით, რათა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები ვიპოვოთ და შევისწავლოთ