აშშ-ის საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ჯერ კიდევ ივლისში გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს.
დიპლომატიური უწყების მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ვაშინგტონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ამერიკის ეროვნული სუვერენიტეტისთვის "საფრთხედ" მიიჩნევს და პირობას დებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელ მსოფლიოში პარტნიორთა კოალიციას შეკრებს, რათა ამ ინსტიტუტის საქმიანობა დაასრულოს.
"სიამაყით ვავრცელებთ სახელმწიფო მდივან რუბიოს მტკიცე გზავნილს: აშშ სისტემატურად გაანადგურებს იმ საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს უქმნის. ჩვენ მთელ მსოფლიოში პარტნიორთა კოალიციას ვქმნით, რათა ბოლო მოვუღოთ ამ ნაგავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge