მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი, პირველი მოსმენით განიხილეს.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტით ერთმანეთისგან იმიჯნება პროფილური და არაპროფილური წყალმომხმარებლების სამართლებრივი სტატუსები და ზუსტდება კანონის მოქმედების სფეროები. კერძოდ, კანონის მოქმედების სფეროდან გამოირიცხება არაპროფილური წყალმომხმარებლისთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობს პროფილური (საირიგაციო) და არაპროფილური (არასაირიგაციო) წყალმომხმარებლების სამართლებრივი სტატუსების გამიჯვნის საჭიროებიდან და მიზნად ისახავს არაპროფილური წყალმომხმარებლებისთვის, მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ამ კანონის ფარგლებს გარეთ მოწესრიგებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცვლილების შედეგად ზუსტდება შესაბამისი ტერმინები და პროფილურ წყალმომხმარებლად განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ან სხვა წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს პირველადი წყალმოსარგებლისგან საირიგაციო სისტემის მეშვეობით იღებს და საირიგაციო მიზნით მოიხმარს.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „აკვაკულტურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტებით, წყლის რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გადამხდელები და გარკვეული ტერმინები ზუსტდება.

სხდომაზე კომიტეტის წევრები "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტებსაც გაეცნენ, რომლებიც კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

რუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

რუსთავი 2

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი სწრაფად იზრდება. ვეწვევით ჰანჯოუს, ის ჩინეთში ინოვაციების დედაქალაქად მიიჩნევა. ვიზიტს ინტერესით ველოდებით, რათა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები ვიპოვოთ და შევისწავლოთ