რუსთავი 2|rustavi2.ge
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს.
პროექტის ფარგლებში შეიცვლება სამი კილომეტრის სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.
დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოეწყობა შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დასრულდება.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge