მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი პრაღაში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდა. ქართული დელეგაცია პრაღაში სწორედ ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხების გაღრმავება სხვადასხვა სფეროში. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის" წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სატრანზიტო ტვირთების გატარებისთვის საქართველოსა და ჩეხეთის ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების ძალიან სერიოზული პოტენციალი არსებობს.

"ევროპულ ქვეყნებს შორის ჩეხეთი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში. ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ის ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში. ევროპის ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის ჩეხეთისთვისაც საქართველო ძალიან საინტერესოა, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი. ჩეხეთი თვითონ არ არის საზღვაო ქვეყანა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა არის ვაჭრობის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ცენტრალურ ევროპაში უკავია ძალიან სტრატეგიული ადგილი და შესაბამისად, ტვირთები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოედინება ან ჩეხეთიდან შეიძლება აღმოსავლეთისკენ მიდიოდეს, როგორც ჩეხური, ისე სატრანზიტო ტვირთების გატარებისთვის საქართველოსა და ჩეხეთის ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ურთიერთობების გაღრმავების ძალიან სერიოზული პოტენციალი არსებობს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

რუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" საქმიანობას ადგილზე გაეცნო

რუსთავი 2

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

გივი მიქანაძე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი სწრაფად იზრდება. ვეწვევით ჰანჯოუს, ის ჩინეთში ინოვაციების დედაქალაქად მიიჩნევა. ვიზიტს ინტერესით ველოდებით, რათა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ახალი გზები ვიპოვოთ და შევისწავლოთ