მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა
შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა

შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა

რუსთავი 210 ნოემბერი, 2026, 10:11|rustavi2.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, კარელ ჰავლიჩეკს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, რადოვან ვიხს შეხვდა.ჩეხეთის პირველ ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი დინამიკის გააქტიურება, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და დარგობრივი კავშირების შემდგომი გაღრმავება.მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობენ ჩეხური კომპანიები.შეხვედრაზე საუბარი შეეხო "შუა დერეფნის" შემდგომი განვითარების მნიშვნელობასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო პერსპექტივებს. შალვა პაპუაშვილმა ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ჩეხური კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობებს.მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რადოვან ვიხთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩეხეთი წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობდნენ თავდაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების კომპლექსური გარემო და საერთო გამოწვევები. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაზე, ასევე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე.შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებას. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა "შუა დერეფნის" პოტენციალზე და ამ მიმართულებით საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე და პარლამენტის წევრები - ალუდა ღუდუშაური და ირმა ზავრადაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა, პენიტენციურს შეიძლება მადლობაც გადაუხადოს - პაპუაშვილიტვ პირველი
  • პირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზეBM.GE
  • პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა

რუსთავი 2

იზმირის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

იზმირის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

რუსთავი 2

გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს უმასპინძლა

გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს უმასპინძლა

რუსთავი 2

ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნება

ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნება

რუსთავი 2