მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მშვიდობის და ეკონომიკური კურსის განვითარების შედეგია 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც შემოსულია საქართველოს პარლამენტში - რიმა ბერაძე | Rustavi2
მშვიდობის და ეკონომიკური კურსის განვითარების შედეგია 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც შემოსულია საქართველოს პარლამენტში - რიმა ბერაძე | Rustavi2

მშვიდობის და ეკონომიკური კურსის განვითარების შედეგია 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც შემოსულია საქართველოს პარლამენტში - რიმა ბერაძე | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს ხელისუფლების სწორი ეკონომიკური და სამშვიდობო პოლიტიკის კიდევ ერთ დასტურად აფასებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებს მმართველ გუნდში.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მყარი პოზიციისა და სწორი ფისკალური ნაბიჯების შედეგი მაკრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პირდაპირ აისახება.

"ჩვენ ქვეყანაში არის მშვიდობა და ამის შედეგად არის სწორედ ეკონომიკური წინსვლა და ის მაჩვენებელი, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სწორედ ამ მშვიდობის და ეკონომიკური კურსის განვითარების შედეგია 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც შემოსულია საქართველოს პარლამენტში და სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგია, ის ერთ მილიარდიანი ზრდა, რომელიც მოხმარდება განათლებას, ჯანდაცვას და სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს. რა თქმა უნდა, ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რომ ეს არის სწორედ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, 2 დღის წინ, საქართველოში მუშაობის დასრულების შემდეგ, ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 7 პროცენტზე მეტით, მომავალ წელს კი თითქმის 6 პროცენტით გაიზრდება. ფონდი საქართველოს ეკონომიკას მყარად აფასებს და აღნიშნავს, რომ მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და საგარეო ვალი, სავალუტო რეზერვები კი იზრდება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი სპექტაკლ "მწვანე ბარათით" დაიხურა

რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი სპექტაკლ "მწვანე ბარათით" დაიხურა

რუსთავი 2

ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო საზღვარს პირველი დეკემბრიდან სრულად ხურავს

ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო საზღვარს პირველი დეკემბრიდან სრულად ხურავს

რუსთავი 2

ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერი აფეთქდა

ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერი აფეთქდა

რუსთავი 2

გორში ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა - 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ზურაბ ჭიღლაძემ მოიპოვა

გორში ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა - 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ზურაბ ჭიღლაძემ მოიპოვა

რუსთავი 2