მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ჩინეთში, ღვინის სფეროს პრესტიჟულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა 19-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
ჩინეთში, ღვინის სფეროს პრესტიჟულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა 19-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

ჩინეთში, ღვინის სფეროს პრესტიჟულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა 19-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 216 ნოემბერი, 2026, 10:04|rustavi2.ge

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში პროვეინ შანხაი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 19 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია "მეიბურგ ვაინ მედიას" ორგანიზებით, ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციები ქვევრის ღვინის ისტორიის, კულტურისა და ტექნოლოგიის შესახებ.

გამოფენას ტრადიციულად, 100 000-მდე ვიზიტორი ესწრება, რაც ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ საქმიანი პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე.ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

რუსთავი 2

ჟურნალისტური გამოძიება ისრაელში - ნეთანიაჰუს გარემოცვას, არჩევნების დღეს ოპონენტების უკანონო დაკავების ორგანიზებაში ადანაშაულებენ​

ჟურნალისტური გამოძიება ისრაელში - ნეთანიაჰუს გარემოცვას, არჩევნების დღეს ოპონენტების უკანონო დაკავების ორგანიზებაში ადანაშაულებენ​

რუსთავი 2

ბერლინში პროპალესტინური ლოზუნგებით მიმდინარე დემონსტრაციაზე, მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა - დაკავებულია 20 ადამიანი

ბერლინში პროპალესტინური ლოზუნგებით მიმდინარე დემონსტრაციაზე, მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა - დაკავებულია 20 ადამიანი

რუსთავი 2

პრაღაში მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართა

პრაღაში მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართა

რუსთავი 2