მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პრემიერი: ბიზნესისა და ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, დაგვჭირდა გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ ქვეყანა დაგვეცვა გარე საფრთხეებისგან | Rustavi2
პრემიერი: ბიზნესისა და ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, დაგვჭირდა გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ ქვეყანა დაგვეცვა გარე საფრთხეებისგან | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ბიზნესისა და ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას დასჭირდა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ქვეყანა დაეცვა, მათ შორის, გარე საფრთხეებისგან.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მარტივი არ იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ დაგვჭირდა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა, მათ შორის, გარე საფრთხეებისგან. დაგვეცვა ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით ერთ-ერთი პრინციპული გადადგმული ნაბიჯი იყო "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, თუმცა იყო სხვა ნაბიჯებიც. ჩვენ, საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ და ქვეყანას თავიდან ავარიდეთ დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც გარედან იყო დაფინანსებული. იყო არაერთი სხვა ნაბიჯი, ამაზე დეტალურად აღარ ვისაუბრებ, თუმცა საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ საზოგადოების მხარდაჭერით, ისევ და ისევ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ მოვახერხეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ბიზნესის სტაბილური და თანმიმდევრული განვითარებისთვის. ბიზნესთან დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, შესაბამისად, მზად ვართ, დიალოგის გაგრძელებისთვის. ჩვენ ასევე პანელური დისკუსიის ფორმატში გვექნება გარკვეული საკითხების კიდევ უფრო ღრმად განხილვის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიალოგი შექმნის ძალიან მყარ საფუძველს ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობას გადაგიხდით თქვენი წვლილისთვის ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • სავაჭრო-სამრეწველო პალატას პრემიერის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტრო გააკონტროლებს | კანონპროექტიBM.GE
  • „დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობსფორმულა
  • ღარიბაშვილის პროცესზე დასასწრებად ექს-პრემიერის ბიძა, "კაკაშა" მივიდატვ პირველი
  • ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებსიმედი
პრემიერი →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: ლარის კურსი არის სტაბილური, მყარი და ყველა მიმართულებით ეროვნული ბანკი მუშაობს წარმატებით, ვავსებთ დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვებს, 8 მილიარდს გადააჭარბა სავალუტო რეზერვების მოცულობამ, ეს ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის დამსახურებაა

საქართველოს ბანკმა 2026 წლის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ბანკმა 2026 წლის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა

რუსთავი 2

პრემიერი: მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომელიც მუდმივად გამოირჩევა ახალი ინიციატივებით, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, ამ მიმართულებითაც იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული და არსებითად გადალაგდა სისტემა

მარიამ ქვრივიშვილი: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას