მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მარტა კოსი: კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია, დაკავშირებადობაა. ვგულისხმობ, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება, საქართველო სწორედ ამ მარშრუტზე მდებარეობს
მარტა კოსი: კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია, დაკავშირებადობაა. ვგულისხმობ, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება, საქართველო სწორედ ამ მარშრუტზე მდებარეობს

რუსთავი 216 ნოემბერი, 2026, 14:55|rustavi2.ge

ბრიუსელში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის, არც დაკავშირებადობის მინისტერიალში. როგორც "კურიერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამის მიზეზია ის, რომ ქვეყანას შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია.

უწყების განცხადებით, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. მათივე თქმით, აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის. ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, დაკავშირებადობა ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობის განვითარება სურთ, ვინაიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დასამყარებლად სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ამ კავშირების მარშრუტზე გადის.

"კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია, დაკავშირებადობაა. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება. რა თქმა უნდა, საქართველო სწორედ ამ მარშრუტზე მდებარეობს.

ჩვენ არ გვსურს, საქართველო გამოირიცხოს იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობიდან, რომელსაც ვახორციელებთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. ამიტომ, მათ კვლავ და კვლავ მოვიწვევთ. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩართულობა და თანამშრომლობა, ჩვენ ვცდილობთ მათთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ ჩამოსვლის სურვილი არ აქვთ, რადგან მათ უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ", - აცხადებს მარტა კოსი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პაატა სალია: სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა​

პაატა სალია: სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა​

რუსთავი 2

რა ვქნათ, სუპერმარკეტები გავხსნათ "ჰეროინის" გასაყიდად თუ რას გვთავაზობს ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე? - დავით მათიკაშვილი

რა ვქნათ, სუპერმარკეტები გავხსნათ "ჰეროინის" გასაყიდად თუ რას გვთავაზობს ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე? - დავით მათიკაშვილი

რუსთავი 2

სასარგებლო ტრადიცია გახლავთ ბიზნესის და ხელისუფლების პირდაპირი შეხვედრის ფორმატი. მკაფიოდ გამოჩნდა სად იმყოფება დღეს ქართული ბიზნესი და რა მოლოდინები აქვს უახლოესი პერსპექტივის კუთხით -"გალფის" ბიზნესის განვითარების დირექტორი

ვფიქრობ, ის ადამიანები არა მხოლოდ კანონის წინაშე ჩადიან დანაშაულს, არამედ ჩემთვის მორალურადაც მიუღებელია - თენგო თევზაძე ნარკოტიკების გამსაღებლებზე და ჯაფარიძის განცხადებზე

ვფიქრობ, ის ადამიანები არა მხოლოდ კანონის წინაშე ჩადიან დანაშაულს, არამედ ჩემთვის მორალურადაც მიუღებელია - თენგო თევზაძე ნარკოტიკების გამსაღებლებზე და ჯაფარიძის განცხადებზე

რუსთავი 2