მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა - მიხეილ სარჯველაძე | Rustavi2
ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა - მიხეილ სარჯველაძე | Rustavi2

ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა - მიხეილ სარჯველაძე | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის - "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ჩართული ყველა მხარე პაციენტის საუკეთესო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.

მიხეილ სარჯველაძემ დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება ფარმაცევტული პროდუქტების ფასწარმოქმნის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური თანამშრომლობა და მუდმივი კომუნიკაცია, რათა ფასებთან დაკავშირებული საკითხები სათანადოდ იყოს შესწავლილი და გათვალისწინებული.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას ასევე - შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

ღონისძიებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

პარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

რუსთავი 2

"ნაცმოძრაობა" მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, ელენე ხოშტარიას ემიჯნება გვარამია, შეიძლება იქამდეც კი მივიდეს საქმე, რომ გახარიას პარტიამ თქვას, გახარია ჩვენი თავმჯდომარე არ არისო - არჩილ გორდულაძე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერის პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა ეკისრებოდეს, ეს ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერის პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა ეკისრებოდეს, ეს ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს

რუსთავი 2

COP31-ის ფარგლებში საქართველოს პავილიონში კლიმატისადმი მდგრადობისა და ინკლუზიური კლიმატური მოქმედების საკითხებზე ღონისძიება გაიმართა

COP31-ის ფარგლებში საქართველოს პავილიონში კლიმატისადმი მდგრადობისა და ინკლუზიური კლიმატური მოქმედების საკითხებზე ღონისძიება გაიმართა

რუსთავი 2