მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მაკა ბოჭორიშვილი კატარში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის განვითარება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა - ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა
მაკა ბოჭორიშვილი კატარში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის განვითარება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა - ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა

მაკა ბოჭორიშვილი კატარში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის განვითარება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა - ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა

რუსთავი 216 ნოემბერი, 2026, 20:16|rustavi2.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კატარში იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.

საქართველოს ვიცე პრემიერი ასევე შეხვდა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს. განიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრები ასევე გაიმართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთანაც.

მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს შესაძლოა კატარიდან დელეგაცია ეწვიოს.

"2013 წლის შემდგომ, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი განვავითაროთ. მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიგეგმა.

ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და შესაბამისი ჩარჩოს შექმნა. ამ მიმართულებითაც დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებების გატარება და მოველით, რომ უახლოეს მომავალში კატარის შესაბამისი დელეგაცია ეწვევა საქართველოს და კონკრეტულ საკითხებზე იქნება მსჯელობა იმისთვის, რომ განვავითაროთ და უკეთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც არსებობს, როგორც ეკონომიკურ, ისე საინვესტიციო სფეროში.

შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების და ახორციელებენ კონკრეტულ პროექტებს," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

SpaceX-მა უკრაინულ მხარეს განუმარტა, რომ ინტერნეტის შეფერხება ტექნიკური ხასიათის პრობლემაა - PBS-ის კორესპონდენტი, ნიკ შიფრინი

SpaceX-მა უკრაინულ მხარეს განუმარტა, რომ ინტერნეტის შეფერხება ტექნიკური ხასიათის პრობლემაა - PBS-ის კორესპონდენტი, ნიკ შიფრინი

რუსთავი 2

"დაიცავი მთის კურორტების" დამფუძნებელი: მთის ტრასების სააგენტო წელს სიახლეებს აანონსებს. გუდაურში გამალებული სამშენებლო პროცესია, ექსკავატორები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობენ, ძალიან სერიოზულად მიდის ინფრასტრუქტურის განახლება. ამას სჭირდება თანხები

დავით ბააზოვის სახელობის ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

დავით ბააზოვის სახელობის ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

რუსთავი 2

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილეს

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილეს

რუსთავი 2