მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დღეს გიორგობაა
დღეს გიორგობაა

დღეს გიორგობაა

რუსთავი 223 ნოემბერი, 2026, 08:21|rustavi2.ge

დღეს გიორგობაა - მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა ჩატარდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე, ღვთისმსახურებას ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში აღავლენს.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს - წმინდა გიორგის ხსენებას. ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს წმინდა გიორგის მიმართ, რადგან, უცხოელების მხრიდან, ჩვენი ერი იგივდება წმინდა გიორგისთან და სახელშიც, რომელსაც ისინი გვიწოდებენ - გეორგია - ურევია მისი სახელი. წმინდა ნინოს მონასტერში, ბოდბეში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე, აღავლენს სადღესასწაულო წირვას, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად და აღინიშნება ეს დიდი დღესასწაული. შეგვეწიოს მისი ძალა, გაგვაძლიეროს და გადაგვალახვინოს ჩვენ წინაშე არსებული პრობლემები", - აცხადებს ვარკეთილის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელი მამა გიორგი კუდუხოვი.

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ: 6 მაისს და 23 ნოემბერს. დღევანდელი დღე საქართველოში უქმედ არის გამოცხადებული.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რუსთავი 2

ზურაბიშვილი: მე ვარ იდეალური ყველასთვის. სხვა არჩეული არავინაა

ზურაბიშვილი: მე ვარ იდეალური ყველასთვის. სხვა არჩეული არავინაა

რუსთავი 2

სვანეთი - მხარე, სადაც ქრისტიანულმა რწმენამ, ხალხურმა ტრადიციებმა და ადგილობრივი ოსტატების ხელოვნებამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შექმნა

სვანეთი - მხარე, სადაც ქრისტიანულმა რწმენამ, ხალხურმა ტრადიციებმა და ადგილობრივი ოსტატების ხელოვნებამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შექმნა

რუსთავი 2

აჭის წმინდა გიორგის მონასტერი - უნიკალური ფრესკები, უძველესი სიწმინდეები და ლეგენდები, რომლებსაც საუკუნეები ინახავს

აჭის წმინდა გიორგის მონასტერი - უნიკალური ფრესკები, უძველესი სიწმინდეები და ლეგენდები, რომლებსაც საუკუნეები ინახავს

რუსთავი 2