მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "რომ გამოდიხარ, სამყაროს საერთოდ სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი
"რომ გამოდიხარ, სამყაროს საერთოდ სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"რომ გამოდიხარ, სამყაროს საერთოდ სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი

რუსთავი 223 ნოემბერი, 2026, 12:21|rustavi2.ge

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ.

საპატიმროს დატოვების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

"რომ გამოდიხარ, სამყაროს საერთოდ სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

შვილის საპატიმროდან გამოსვლა ასევე ემოციური იყო გიორგი მდინარაძის დედისთვის.

"ემოციას ვერ აღვწერ, ვერც გეტყვით. ორი წელია, გულში არ ჩამიკრავს, ჩემი შვილი", - განაცხადა ნანი წულაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე ადამიანს, მათ შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია.

პენიტენციურ დაწესებულება დატოვა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ყველა მათგანმა ჩადელი დანაშაული აღიარა, მოინანია და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინა შარენბახი სუროგაციაზე: ეს მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არ არის - ღრმა ეთიკური საკითხია

ინა შარენბახი სუროგაციაზე: ეს მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არ არის - ღრმა ეთიკური საკითხია

რუსთავი 2

გერმანელი კანონმდებელი: გერმანიაში სუროგაცია 30 წელზე მეტია აკრძალულია - ქალის სხეული არ უნდა იქირაონ და ბავშვის შეკვეთა დაუშვებელია

გერმანელი კანონმდებელი: გერმანიაში სუროგაცია 30 წელზე მეტია აკრძალულია - ქალის სხეული არ უნდა იქირაონ და ბავშვის შეკვეთა დაუშვებელია

რუსთავი 2

დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო

დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო

რუსთავი 2

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ

რუსთავი 2