მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის - მარიამ ქვრივიშვილი
ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის - მარიამ ქვრივიშვილი

ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის - მარიამ ქვრივიშვილი

რუსთავი 223 ნოემბერი, 2026, 18:05|rustavi2.ge

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა რუმინეთში "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ფორუმზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებზე.

მინისტერიალში საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად, მონაწილეობდნენ რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრები.

"ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის. ამასთანავე, მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივად უმნიშვნელოვანეს პროექტთან ერთად, ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებს ვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას. საქართველო მზად არის, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და დაინტერესებულ მხარესთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წასახალისებლად და ოთხი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად,"- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა

რუსთავი 2

გაუქმებული ავიარეისები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებული მუშაობა - ბელგიაში მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ

გაუქმებული ავიარეისები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებული მუშაობა - ბელგიაში მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ

რუსთავი 2

გერმანიის ასობით სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებები შევიდა

გერმანიის ასობით სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებები შევიდა

რუსთავი 2

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს

რუსთავი 2