მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სუროგაცია ქალებისა და ბავშვების ძალიან მძიმე უფლებების დარღვევის რისკებს წარმოშობს - აკაკი ალადაშვილი
სუროგაცია ქალებისა და ბავშვების ძალიან მძიმე უფლებების დარღვევის რისკებს წარმოშობს - აკაკი ალადაშვილი

სუროგაცია ქალებისა და ბავშვების ძალიან მძიმე უფლებების დარღვევის რისკებს წარმოშობს - აკაკი ალადაშვილი

რუსთავი 224 ნოემბერი, 2026, 08:44|rustavi2.ge

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ის პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება.

სუროგაციის აკრძალვის საკითხზე ხელისუფლებას საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად, მმართველი გუნდი ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს. სუროგაცია აკრძალულია ევროპის არაერთ ქვეყანაშიც.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საკითხზე მუშაობა მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით გადაწყვიტა.

"ევროპის უმეტეს ქვეყანაში, სუროგაცია აკრძალულია და ამას თავისი მიზეზები გააჩნია. ის ქალებისა და ბავშვების ძალიან მძიმე უფლებების დარღვევის რისკებს წარმოშობს.

საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დაცვის კუთხით მივიღეთ.

მოგეხსენებათ, ჩვენს ტერიტორიაზე ბევრი უცხოელიც ჩამოდიოდა, უცხოელიც იკეთებდა სუროგაციას.

ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ჩვენს ტერიტორიაზე როდესაც ხდება ასეთი რაღაც და რისკები წარმოიშვება ადამიანების მიმართულებით, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლები ვართ მათზე", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფონიჭალაში ტრაგედიის დროს გარდაცვლილ დედა-შვილს, ნინო ჭელიძეს და 7 წლის გოგონას დღეს დაკრძალავენ

ფონიჭალაში ტრაგედიის დროს გარდაცვლილ დედა-შვილს, ნინო ჭელიძეს და 7 წლის გოგონას დღეს დაკრძალავენ

რუსთავი 2

ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

რუსთავი 2

მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სერვისების განხილვის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სერვისების განხილვის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

რუსთავი 2

ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა

ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა

რუსთავი 2