მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ნინო წილოსანი: ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი | Rustavi2
ნინო წილოსანი: ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი | Rustavi2

ნინო წილოსანი: ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

„2023 წელს, დიდი კრიტიკის და საქართველოს გაძლიერების მოწინააღმდეგეთა შემოტევის ფონზე, ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული თანამშრომლობა. ზუსტად 3 წლის თავზე, 2026 წელს, ეს ურთიერთობა ავიყვანეთ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს, რომელიც საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ნინო წილოსანის განცხადებით, თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად იზრდება ეკონომიკური კავშირების მაჩვენებლებიც. ამასთან, უვიზო მიმოსვლის და პირდაპირი ფრენების ამოქმედებამ, ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტორთა ნაკადის ზრდას შეუწყო ხელი, რომლის წლიური რაოდენობა 120-140 ათასამდე გაიზარდა.

ნინო წილოსანმა ყურადღება გამახვილა საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზეც. როგორც მან აღინიშნა, მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე ქვეყნის მზადყოფნა, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები და განსაზღვრონ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

„ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს უწოდა ჩინეთის საიმედო მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ევრაზიის რეგიონში. მან ასევე აღნიშნა, რომ პეკინი მზადაა, გააღრმაოს პოლიტიკური ნდობა და საქართველოსთან ერთად იმუშაოს „შუა დერეფნის“ განვითარებაზე. ამასთან, განაცხადა, რომ ჩინეთი წაახალისებს მსხვილ ჩინურ კომპანიებს, მეტი ინვესტიცია განახორციელონ საქართველოს ეკონომიკაში და მიესალმება მეტი ქართული პროდუქციის შესვლას ჩინურ ბაზარზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • 2026 წლის მაისში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინეთში 879,000-ზე მეტი AI-ჩიპის გაყიდვა დაამტკიცაBM.GE
  • ჩინეთში ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა დაიწყოფორმულა
  • ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთტვ პირველი
  • ცხინვალში მიიჩნევენ, რომ საქართველოს დასავლური ზეწოლისგან ჩინეთთან პარტნიორობა იცავსნეტგაზეთი
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

ზაზა ლომინაძე: ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე "რეპროდუქციული ტურიზმი"

ზაზა ლომინაძე: ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე "რეპროდუქციული ტურიზმი"

რუსთავი 2

არჩილ გორდულაძე ყინწვისის სპეცოპერაციაზე: 24 ადამიანს რომ არაადამიანურ მოპყრობას, წამებას გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში გყავს და კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს "ნაცმოძრაობასთან", ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა წითლიძემ რიტორიკულად დასვა

რევაზ ნადარაია წითლიძეს: ქალბატონო ანა, ყველა პასუხს თუ შეფასებებად შერაცხავთ, მაშინ საერთოდ უნდა ავუკრძალოთ მოსარჩელე მხარეს პასუხის გაცემა. შეფასებები შემდეგ ორივე მხარემ გააკეთეთ

რევაზ ნადარაია წითლიძეს: ქალბატონო ანა, ყველა პასუხს თუ შეფასებებად შერაცხავთ, მაშინ საერთოდ უნდა ავუკრძალოთ მოსარჩელე მხარეს პასუხის გაცემა. შეფასებები შემდეგ ორივე მხარემ გააკეთეთ

რუსთავი 2

არჩილ გორდულაძე: დაახლოებით 67 მლნ. ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დაბრუნებული დაზარალებული პირებისთვის - 176 მიწის ნაკვეთი, 8 სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა, მათ შორის თვითმფრინავი და შვეულმფრენები