
არსებობს ორგანოებით, ადამიანებით ვაჭრობის რისკი, არსებობს ძალადობასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ათასგვარი პრობლემა - დავით მათიკაშვილი სუროგაციაზე
"კრიმინალური, მორალური და ეთიკური რისკებიდან გამომდინარე, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სუროგაცია საქართველოში აიკრძალოს", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს არაერთ, მათ შორის ევროპული ქვეყნების უმეტესობაში, სუროგაცია სრულად არის აკრძალული.
"მსოფლიო პრაქტიკას რომ გადავხედოთ, ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა კრძალავს სუროგაციას. არის ქვეყნები, სადაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კია დადგენილი სუროგაციაზე. მინიმალური რაოდენობის ქვეყნებში სუროგაცია დაშვებული.
არსებობს ორგანოებით, ადამიანებით ვაჭრობის რისკი, არსებობს ძალადობასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ათასგვარი პრობლემა.
არსებული სტატისტიკის მიხედვით, მოქალაქეების მხოლოდ 5-6%-ია, ვინც სუროგაციით სარგებლობდა, დანარჩენი ყველა არის საქართველოში ჩამოსული არამოქალაქე პირები", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge