
ავღანეთის „თალიბანის“ განცხადებით, პაკისტანის მიერ ნაღმტყორცნებითა და სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქვეყანაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა - 1TV
ავღანეთის „თალიბანის“ განცხადებით, პაკისტანის მიერ ნაღმტყორცნებითა და სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქვეყანაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. ინფორმაციას „თალიბანის“ პრესსპიკერის მოადგილე ჰამდულა ფიტრატი ავრცელებს.
„სამიზნე ამ თავდასხმების, რომლებიც შუადღის 14:00 საათზე დაიწყო, ჩვეულებრივი ადამიანების სახლები გახდა, მათ შორის საიდ ჯამალუდინის ავღანეთის უნივერსიტეტი. სამწუხაროდ, 70 თანამემამულე, მათ შორის 30 სტუდენტი, ქალი და ბავშვი, დაიჭრა, ხოლო ოთხი სხვა მოწამეობრივი სიკვდილით დაიღუპა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ პაკისტანის სამხედრო რეჟიმის ამ თავდასხმებს, რომელთა სამიზნეც მოქალაქეები, აკადემიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები გახდნენ“, – განაცხადა ჰამდულა ფიტრატმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ავღანეთის კუნარის პროვინცია გახდა. მათივე ცნობით, დაშავებულების უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. გავრცელებულ ინფორმაციას ისლამაბადი უარყოფს და მას „აშკარა ტყუილს“ უწოდებს.
პირველი არხი
წყარო: 1tv.ge