
მედიის ცნობით, ირანში პოლიციასთან შეტაკების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 1TV
პირველი არხი|1tv.ge
სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მდებარე ქალაქ ირანშაჰრში შეიარაღებულმა ჯგუფმა პოლიციის საპატრულო ეკიპაჟის მისამართით ცეხლი გახსნა, სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ორი პირი.
ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ირანულ მედიებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, იმ ავტომობილიდან, რომლითაც შეიარაღებული ჯგუფი გადაადგილდებოდა, ამოღებულია კალაშნიკოვის ავტომატი და საბრძოლო მასალა.
გაზიარება:
1
პირველი არხი
წყარო: 1tv.ge