
მდინარაძის უწყებას საკუთარი აპარატი არ ეყოლება | TV პირველი
მამუკა მდინარაძის უწყებას საკუთარი აპარატი არ ეყოლება - ამის შესახებ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტში წერია.
კანონპროექტის მიხედვით მთავრობაში შემოღებული იქნება საქართველოს სახელმწიფო მიწისტრის თაწამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს სამართალდამცავი ორგანოების კოორდიწაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მიწისტრის უფლებამოსილებას და მის ფარგლებს.
დოკუმენტის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მიწისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
კანონპროექტით, მხოლოდ სახელმწიფო მინისტრის ხელფასია გათვალისწინებული.
„კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში აპარატულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია“, – წერია განმარტებით ბარათში.
„ ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას. მეორე მხრივ, . მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას, პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირებას. ასევე, მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი განახორციელებს კოორდინაციას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამუკა მდინარაძეს საკუთარი აპარატი არ ექნება გაავრცელა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამაც.