
პროცესი თავიდან ბოლომდე მასკარადია - ზურა ჯაფარიძე | TV პირველი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიიჩნევს ,რომ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული დევნის საქმე “თავიდან ბოლომდე მასკარადია“.
როგორც მან პროცესის დაწყებამდე განაცხადა, სხდომა იმის გამო დაიხურა, რომ საზოგადოებამ ვერ შეძლოს თვალ-ყური ადევნოს.
პროცესი თავიდან ბოლომდე მასკარადია, პირველივე სხდომაზე გასაგები იყო, რომ დახურვას აპირებდნენ. დახურეს, მათ შორის იმის გამო, რომ საზოგადოებმა მსვლელობას თვალ-ყური არ ადევნოს. მასკარადია ჩვეულებრივი, აქ დევს 45 ტომი, რომელსაც ამატებენ და ამატებენ. ამ ტომებში საერთოდ არაფერია და რაც არის, ისიც ვის მიმემარტება, ეგეც გაუგებარია. ყრია ისეთი რაღაცები, რსაც 90 % პოლიტიკოსებთან შეხება არ აქვს. არასამთავრობოს ორგანიზაციების ლიდერების ჩხრეკების ოქმები, მათი დაკითხვის ოქმები და რა შუაშია ჩვენთან ეს ყველაფერი, გაუგებარია, - თქვა მან.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა
ვის რას ედავება პროკურატურა:
მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.