უკონტროლო ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში - "პირველების" ექსპერიმენტი | TV პირველი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
უკონტროლო ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში - დედაქალაქის ქუჩებში იმ ვებ-გვერდის მისამრთები გამოჩნდა, სადაც დარეგისტრირების შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს დაბრკოლების გარეშე შეუძლია ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა.
სტენსილები ვებ-გვერდის მისამართებით თბილისის ტურისტულ უბნებშია.
"პირველების" მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ შეკვეთის შემდეგ მოქალაქეებს კურიერებად დასაქმებასაც სთავაზობენ.
4 "მარკეტფლეისი" მუშაობს საქართველოში ძაან ძლიერი, "დარქნეთი" რაც არის. რა თქმა უნდა, ეს სეგმენტი ტავის სეგმენტზე არის გათვლილი და პლუს ეს რუსული "მარკეთფლეისებია". შესაბამისად რუსულად იქნება ახლა ფრანგულად, თუ ინგლისურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მიაგნონ ამ არხს და იყიდონ იმიტომ, რომ იმ არხებზეც უამრავი, ასე ვთქვათ, გარკვეული ბონუსები, გათამაშებები, ერთს იყიდი ორს გაჩუქებ... ჩვეულებრივ, ბაზარი როგორც მუშაობს და მარკეტინგი, როგორც ზეთს ყიდიან, ასევე ნარკოტიკს," - ამბობს ნარკოლოგი.
ნარკოლოგის თქმით, "დილერების" დაკავება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკის რაოდენობა მცირდება. მისივე განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა ასაკის მიუხედავად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
შსს-ს კანონი ავალდებულებს, რომ თუ იდენტიფიცირება მოხდა დილერის, უნდა დააკავოს. კი ბატონო, მეტი ადამიანი ჩასვით ციხეში, რა მოხდა რეალურად ნარკოსცენაზე, ზუსტად იგივე ოდენობით, იგივე ნაირსახეობით, ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკი არის ხელმისაწვდომი იმიტომ, რომ დილერის დაკავება არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკის რაოდენობა შემცირდა. ნარკოტიკი, სამწუხაროდ, არის სხვადასხვა გზებით, ონლაინ, სხვადასხვა პლატფორმებზე, მექანიზმების დივერსიფიცირება ხდება და ნებისმიერ ადამიანს, არასრულწლოვანს შეუძლია დღეს შეიძინოს ნებისმიერი ნარკოტიკი," -