
მეუფე ანტონი: კანდიდატურას 14-ს იხილავთ, მათ შორის ჩემსასაც, მაგრამ მე დავფიქრდები 5 წუთით ადრე - მოვხსნა თუ არა | TV პირველი
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია ამბობს, რომ დღეს, სანამ სინოდის სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოკვეთს, მანამდე გადაწყდება ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის "გაკრიტერიუმება" - ანუ გადაწყდება, დააკმაყოფილებს თუ არა მეუფე საპატრიარქო კანდიდატის კრიტერიუმებს.
როგორც მეუფე ანტონი "პირველებს" ეუბნება, დღეს სინოდის სხდომაზე ვიხილავთ 14 კანდიდატს, მათ შორის მის კანდიდატურასაც - "მაგრამ მე დავფიქრდები 5 წუთით ადრე - მოვხსნა თუ არა".
გამოიკვეთება ოფიციალურად სამი კანდიდატურა. პირველი სანამ ამას გავაკეთებთ, გადაწყდება მეუფე დანიელის გაკრიტერიუმება - მე და რამდენიმე ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს. ( მეუფე ისაიაზე გადაწყვეტილია, რომ არ იქნება? - ჟურნალისტი) არვიცი, გეფიცები არვიცი. მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი უტყუარები არიან, მეუფე იობს უფლებები აქვს, უტყუარი აქვს ისტორია, უტყუარი ისტორია აქვს მეუფე გრიგოლს. კანდიდატურას 14-ს იხილვათ, მათ შორის ჩემსაც, მაგრამ მე დავფიქრდები 5 წუთის წინ მოვხსნა თუ არა. მეუფე შიოს შთამბეჭდავი მხარდაჭერა ექნება. მოსაყდრეა, პატრიარქის ნდობა აქვს და ექნება შთამბეჭდავი ახლა. თვითონაც ახლა პიროვნება არის", - ამბობს მეუფე ანტონი.
საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი.
გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ.
ასევე ნახეთ:
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება განმარტა ვფიქრობ, რომ მეუფე დანიელს აქვს უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა - მეუფე საბა მეუფე ზენონი რუსეთის პატრიარქის განცხადებას პასუხობს