
"ცვლილება არ გვაქვს" - ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე | TV პირველი
"ცვლილება არ გვაქვს" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და "TV პირველის" ჟურნალისტის მიერ დავით გარეჯზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ის საჯაროდ განცხადებას არ გააკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, ასევე არ ისაუბრებს ელაპარაკა თუ არა აღნიშნულ საკითხზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, თუმცა ადასტურებს, რომ ორი წლის განმავლობაში ცვლილება არ არის.
რაც შეეხება გარეჯის თემას, გეტყვით, რომ ცვლილება არ გვაქვს. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, საჯაროდ არ გავაკეთებ. ცვლილება ამ ეტაპზე არ გვაქვს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ცვლილება არ გვაქვს დანარჩენზე განცხადებებს არ გავაკეთებ. შეიძლება ვისაუბრეთ, შეიძლება არ გვისაუბრია ამაზე საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩეული ზურაბ პატარაძე მანამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, დღეს მას შეკითხვა დაუსვეს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებითაც.
დავით გარეჯის ბედი - "ოცნებაში" არ პასუხობენ კითხვას, რა გააკეთეს მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვრის დასადგენად
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს "ქართული ოცნების" პირველმა პირებმა თბილისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და მის დელეგაციას უმასპინძლეს.
საზეიმო დახვედრა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ალიევს ბიზნესცენტრში უმასპინძლა “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმაც.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებს არაფერი უთქვამთ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნების წინ წამოწია და მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათი დევიზი იყო „გარეჯი საქართველოა“.
ამ კამპანიის დაწყებიას თან დაერთო ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“ და ცნობილი მეცნიერების დაკავება.