
თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს | TV პირველი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს - როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროცედურა 1 მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება.
ცნობილია, რომ სკრინინგს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს.
სკრინინგ პროგრამას თბილისში არსებული 16 კლინიკა მოემსახურება:
„ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
გაზიარება:
TV
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge