
84 მომხრე, 10 წინააღმდეგი - "ოცნებამ" სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა | TV პირველი
84 მომხრე, 10 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა - ამ პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
მიღებული პროექტის მიხედვით, მთავრობის სტრუქტურაში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა გაჩნდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს.
სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
სახელმწიფო მინისტრის მანდატი გააერთიანებს სამი სტრუქტურის კოორდინირებას
ესენია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური
საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად, მამუკა მდინარაძეს არ ეყოლება თავისი აპარატი და მისი აპარატის ფუნქციას შეასრულებს მთავრობის ადმინისტრაცია.
სახელმწიფო მინისტრი, მდინარაძე მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება.