
პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო - ჰეგსეტი | TV პირველი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პენტაგონმა აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული 400 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა უკვე გამოყო.
„დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეს 400 მილიონი ევროპული შესაძლებლობების გაძლიერებისთვის იყო გამოყოფილი და ეს თანხა უკვე გამოთავისუფლდა“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.
გაზიარება:
TV
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge